ჩვენი წესები და პირობები

წინამდებარე დოკუმენტი არის Valo.Ge-ს ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები. შპს „ ჩაკ ბასი,“ წინამდებარე სარგებლობის წესებსა და პირობებში, კონფიდენციალურობის პოლიტიკაში და ყველა სხვა სახელმძღვანელოსა და ინსტრუქციაში შემდგომში მოხსენიებული იქნება როგორც „Valo.Ge”. Valo.Ge-ს ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან და Valo.Ge-ს სხვა რეგულაციებთან ერთად წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს და განხილულ უნდა იქნეს როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება. ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნებისა და გაცვლის წესებს, ასევე აცხადებს თანხმობას, გავრცელდეს მასზე მათი სამართლებრივი ძალა. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება Valo.Ge-ს სამართლებრივი დოკუმენტების შინაარსს, შეუძლია არ გამოიყენოს ვებგვერდი, თუმცა, ამასთან Valo.Ge მომხმარებელს მიმართავს თხოვნით, შენიშვნები მიაწოდოს ელექტრონულ ფოსტაზე. დამატებითი კითხვების, პრეტენზიის, თხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია Valo.Ge-ს დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. Valo.Ge-ს გუნდი მზად არის მომხმარებელს კითხვებზე გასცეს დეტალური პასუხი.

ტერმინთა განმარტება

წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:

  • Valo.Ge (შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „ვებ-გვერდი“) – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შპს „ჩაკ ბასი“,
  • • მომხმარებელი – იურიდიული პირი ან 18 წელს მიღწეული (ქმედუნარიანი) ფიზიკური პირი, რომელსაც სურს შეიძინოს Valo.Ge-ზე განთავსებული პროდუქცია.
  • • მომხმარებლის თანხმობა – წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება.
  • • მესამე პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება.
  • • პირდაპირი მარკეტინგი – ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ნებისმიერი სატელეკომუნიკაციო საშუალებით საქონლის, მომსახურების შეთავაზება.
  • • რეგისტრაცია – პირადი ანგარიშის შექმნა.
  • • ანგარიში – მომხმარებლის მიერ Valo.Ge-ზე რეგისტრირებული პირადი გვერდი.
  • • შპს „დათაცენტრი1“– საკურიერო კომპანია, რომელიც ახორციელებს Valo.Ge-ზე შეძენილი პროდუქციის მომხმარებლისათვის მიწოდებას.
  •  

ვებგვერდზე ანგარიშის გახსნით მომხმარებელს ეძლევა საშუალება, შეიძინოს Valo.Ge-ზე განთავსებული პროდუქცია.

მომხმარებლის მიერ გაკეთებული თითოეული შეკვეთა წარმოადგენს ცალკეულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მხარეები არიან ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი და შპს „Valo.Ge“. შეკვეთის გაფორმებისას გენერირდება ნასყიდობის საგანი, მისი ღირებულება და მიწოდების ადგილი

რეგისტრაცია

Valo.Ge-ზე პროდუქციის შესაძენად საჭიროა ვებგვერდზე რეგისტრაცია, რისთვისაც აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება შემდეგი მონაცემების მითითებით:

  • • სახელი
  • • მისამართი
  • • ელექტრონული ფოსტა
  • • სისტემაში შესასვლელი პაროლი

მომხმარებელს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე შეუძლია პროდუქტის შეძენის პროცესში და ასევე შეძენამდეც.

შეძენამდე რეგისტრაცია/ავტორიზაცია ხდება მას მერე რაც მომხმარებელი ვებგვერდის მთავარი მენიუდან აირჩევს „სისტემაში შესვლას“.

სისტემაში შესვლა/ავტორიზაცია შესაძლებელია შემდეგი გზებით:

  • • სოციალური ქსელით
  • • Google-ით
  • • ელექტრონული ფოსტით

მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ:

  • • მის მიერ მითითებული ინფორმაცია არის სრული და სწორი;
  • • იგი არის 18 წელს მიღწეული, სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი;
  • • არ გამოიყენებს სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას Valo.Ge-ს ვებგვერდზე რეგისტრაციის მიზნით;
  • • არ გამოიყენებს სახელს, რომელიც შესაძლოა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს ნებისმიერი სხვა პირისათვის;
  • • არ გამოიყენებს ვებგვერდს ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით;
  • • არ გამოიყენებს ვებგვერდს სხვა კომპანიის, კომპანიის თანამშრომლის ან ნებისმიერი სხვა პირის განსახიერების მიზნით;
  • • არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს, კანონსაწინააღმდეგო და ზიანის მიმყენებელი ქმედებით;
  • • არ გამოიყენებს მოწყობილობას, პროგრამას, რომლის მიზანი არის ინფორმაციის მოპოვება ვებგვერდიდან ან/და ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა;
  • • დაიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, არ განახორციელებს Valo.Ge-ზე არსებული ინფორმაციის: ლოგო, პიქტოგრამა, სურათი, გრაფიკა, გამოსახულება, პატენტი, სასაქონლო ნიშნები, დიზაინის და სხვა ნებისმიერი სახის ინტელექტუალური საკუთრების უნებართვო გამოყენებას, დამუშავებასა და გამოქვეყნებას, Valo.Ge-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
  • • არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის ანგარიშს;
  • • არ შეეცდება მოიპოვოს წვდომა სხვა მომხმარებლის ავტორიზაციის ინფორმაციაზე;
  • • არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის Valo.Ge-ის გამართულ ფუნქციონირებას;
  • • არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და Valo.Ge-ს კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკით.

მომსახურების მიღება

შეძენილი პროდუქციის მიღება მომხმარებელს შეუძლია როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დღეებში.

მომხმარებლის მიერ Valo.Ge-ს ვებგვერდიდან საღამოს 21:30 საათამდე შეძენილი პროდუქციის მიწოდება, თბილისის ტერიტორიაზე, განხორციელდება იმავე დღეს, ხოლო 21:30 საათის შემდეგ შეძენილი პროდუქციის მიწოდება, – მეორე დღეს.

დიდსა და პატარა რეგიონებში, Valo.Ge-ს ვებგვერდიდან შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხდება 3 – 5 სამუშაო დღეში, ხოლო მაღალმთიანი რეგიონის შემთხვევაში, 7 – 10 სამუშაო დღეში.

 

შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებისას

ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. Valo.Ge მომხმარებელს არ გაუწევს იმ სახის მომსახურებას, რომელიც მიაჩნია, რომ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

მომხმარებელს ეკრძალება ვებგვერდის არაკანონიერი მიზნებისთვის გამოყენება, მათ შორის, Valo.Ge-ს სისტემებში არასანქცირებული შეღწევა, ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის არასათანადოდ გამოყენება ან სხვაგვარი ქმედება, რომელმაც შეიძლება პირდაპირი ან ირიბი ზიანი მიაყენოს Valo.Ge-ს კანონით დაცულ ინტერესებს.